სუიციდი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე

თავდაცვის სამინისტრო: ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა

0 კომენტარი
ფოტო: Facebook.com

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 06:50 სთ-ზე, ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

"წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები