რეკლამა

პაატა რატიანი: რა უნდა ვიცოდეთ თურქეთში მკურნალობაზე

თურქეთში მკურნალობა და დიაგნოსტიკა ყველაზე ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მათთვის, ვინც საქართველოში ვერ მიიღო სათანადო სამედიცინო მომსახურება ან უკმაყოფილოა მისი ხარისხით. ქართველი პაციენტებისათვის თურქეთში გამგზავრება დიდი ხანია აღარ წარმოადგენს უჩვეულო მოვლენას. ყოველთვიურად ასობით ჩვენი მოქალაქე სტუმრობს სტამბოლისა თუ სხვა თურქული ქალაქების კლინიკებს. 

თურქეთში მომსახურების დაბალი ფასები ერწყმის სამედიცინო დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საუკეთესო ხარისხს. ძალიან ბევრი კლინიკა ფლობს JCI (Joint Commission International) საერთაშორისო აკრედიტაციას. ამ ყველაფერს ემატება უფასო სერვისები თურქული კლინიკების მხრიდან - უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან (და უკან), უფასო თარჯიმნის მომსახურება და პატრონაჟი ვიზიტის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის რამდენიმე თურქულმა მსხვილმა სამედიცინო ცენტრმა უპრეცედენტო გარღვევა გააკეთა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. მათი ექიმები ფლობენ საუკეთესო დასავლურ განათლებას და საფუძვლიანი პრაქტიკა აქვთ გავლილი უმსხვილეს ევროპულ თუ ამერიკულ სამედიცინო სკოლებსა და საავადმყოფოებში. ისინი მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას დასავლურ ცენტრებში.

თურქეთი სამართლიანად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ რეგიონული სამედიცინო ტურიზმის ჰაბად, არამედ ტონს აძლევს ამ მიმართულებით მთელ მსოფლიოსაც. უცხოელი პაციენტების ნაკადები განუხრელად იზრდება თურქეთის მიმართულებით. მათ შორის არიან მოქალაქეები როგორც მეზობელი ქვეყნებიდან და რეგიონებიდან, ასევე შორეული სახელმწიფოებიდანაც.

თურქეთში არ არსებობენ უბნის ექიმები. პაციენტი ან თვითონ მიდის კლინიკაში, ანაც, თუ მდგომარეობა მძიმეა - სასწრაფო დახმარებას გადაჰყავს საავადმყოფოში. არსებობენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკები. სახელმწიფო კლინიკებში ადგილობრივი პაციენტები უფასოდ მკურნალობენ, ხოლო კერძოებში იფარება გარკვეული მომსახურებების ხარჯი. ადგილობრივი პაციენტებისათვის ამგვარი სისტემა ძალიან მოსახერხებელია. ეს შესაძლებელი გახდა თურქეთში გატარებული რეფორმების შედეგად. 2012 წლიდან ძალაშია კანონი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ. თურქეთის ყველა მოქალაქე ვალდებულია პოლისი ჰქონდეს. უცხოელ მოქალაქეებსაც შეუძლიათ იქონიონ ანალოგიური პოლისი, თუ ისინი იმყოფებიან თურქეთის რესპუბლიკაში ერთი წლის ან მეტი დროის განმავლობაში.

ყოველთვიურად თურქეთის მოქალაქე იხდის დაახლოებით 200 ლარამდე თანხას, რომლის ერთი ნაწილი საპენსიო ფონდში მიდის, ხოლო მეორე - სამედიცინო დაზღვევას ხმარდება. ეს ფარავს ასევე 18 წლამდე შვილების სამედიცინო ხარჯებსაც. თუ მეუღლე არ მუშაობს, იგი იღებს სამედიცინო მომსახურებას ქმრის დაზღვევის ხარჯზე (და პირიქით). პენსიონერებსა და დროებით უმუშევრებს ჯანმრთელობის დანახარჯებს უფარავს სახელმწიფო. თუ მოქალაქე საარსებო მინიმუმზე ნაკლებს გამოიმუშავებს, დაზღვევის საფასური შესაბამისად მცირდება. თურქეთის სახელმწიფო ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს ხარჯავს. ასევე ფართოდ ეხმარება კლინიკებს, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის განვითარებით არიან დაკავებული და უცხოელებისათვის განკუთვნილი მარკეტინგული კამპანიების დანახარჯებს 70%-ამდე ანაზღაურებს.

თურქეთის ჯანდაცვას გარკვეული პრობლემებიც გააჩნია. ერთ-ერთია კვალიფიციური ექიმების არასაკმარისი რაოდენობა, რაც ხშირად იწვევს რიგებს და დისკომფორტს პაციენტებისათვის.

კერძო კლინიკები, სადაც ძირითადად მიემგზავრებიან ქართველი პაციენტები სამკურნალოდ, ასევე განიცდიან გარკვეულ პრობლემებს. სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც ასე სწრაფად ვითარდება თურქეთში, ხარვეზებისგან დაზღვეული არაა. შესაძლებელია რიგებიც, გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოშობა, უხარისხო თარგმნის და სხვა პრობლემები. ხშირად, ესა თუ ის კლინიკა, კონკრეტული ექიმი ან განყოფილება გადატვირთულია ავადმყოფებით. არ ყოფნით კოორდინატორები და თარჯიმნები, რაც ბუნებრივად იწვევს პაციენტების უკმაყოფილებას. არ წარმოებს პაციენტთა ნაკადების სათანადო მართვა სპეციალობების მიხედვით. როგორც წესი, თარჯიმნები არიან უბრალოდ სალაპარაკო თურქულის მცოდნე სტუდენტები და არა პროფესიონალი სამედიცინო თარგმანის სპეციალისტები, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია. პაციენტები, რომლებიც მიმართავენ თურქულ კლინიკებს არაოფიციალური წყაროებიდან ან ინდივიდუალურად, იღებენ გაბერილ ფასებს მომსახურებისთვის და ხშირად უჩივიან უყურადღებობას პერსონალის მხრიდან. ქართველი პაციენტებისათვის, რომლებიც თურქეთში მკურნალობას გადაწყვეტენ, აუცილებელია კონსულტაციის გავლა სამედიცინო ტურიზმის სფეროს სპეციალისტებთან. თურქეთში მკურნალობისას სასურველია ვიმყოფებოდეთ ოფიციალური ხაზით, რომელიც ამ კლინიკასთან ლეგალურად თანამშრომლობს და აწარმოებს მათი საქმიანობისა და კონკრეტული ქეისების მონიტორინგს, წინასწარ გაწვდით ობიექტურ ინფორმაციას არსებული სირთულეებისა თუ რისკების შესახებ. ამგვარად თქვენ იქნებით გაცილებით დაცული და მკურნალობაც ეფექტიანად ჩაივლის.

 

კომენტარები