მარიხუანა

კვლევა: წყვილებში მარიხუანას მოხმარება ოჯახურ ძალადობას ამცირებს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

აშშ-ის ბიოტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა ბუფალოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც წყვილებში, რომლებიც მარიხუანის მოიხმარენ, ოჯახური ძალადობის რისკები უფრო დაბალია, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც მას არ მოიხმარენ.

ბუფალოს უნივერსიტეტის ანალიტიკოსებმა კვლევის ჩატარება 1996 წლიდან დაიწყეს. მასში სულ 634 წყვილი მონაწილეობდა, რომლის ნახევარიც მარიხუანის რეგულარული მომხმარებელი იყო. მკვლევრები ამ წყვილების ოჯახურ ცხოვრებას 9 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. კვლევა სხვადსახვა ეთნიკური ჯგუფისა და ცვლადის გათვალისწინებით, ერთსა და იმავე შედეგს აჩვენებდა.

კვლევის ავტორების თქმით, მათ, უბრალოდ, შეამჩნიეს გარკვეული კავშირი ორ ქცევას მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასა და ოჯახურ ძალადობას შორის. კვლევის შედეგები კი აუცილებელ კანონზომიერებას არ წარმოადგენს. აქვე არსებობს მეორე შესაძლო ახსნაც, რაც მარიხუანის მიერ მგრძნობელობის ორგანოების შესუსტებას შეიძლება, უკავშირდებოდეს, რაც, თავის მხრივ, ადამიანებში აგრესიის დონეს ამცირებს.

ნაშრომი აშშ-ის ანტინარკოტიკული დეპარტამენტისთვის(DEA) მარიხუანის სრული ლეგალიზაციისთვის საჭირო ინფორმაციას არ შეიცავს. DEA-ს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან კვლევაზე, რის დასრულების შემდეგაც უნდა გამოიკვეთოს, თუ რა ეფექტი აქვს მარიხუანის მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

DEA კოლორადოსა და ვაშინგტონში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შედეგებსაც აკვირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები