ხანძარი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ

გარემოს დაცვის სამინისტრო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ხანძარია. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ცეცხლი სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა.

"რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული", - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მეტყევეები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან. 

კომენტარები