მიგრანტები ევროპაში

მიგრანტებზე ძალადობისთვის უნგრელი ტელეოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Marko Djurica / REUTERS

უნგრულმა ტელეარხმა N1 TV-მ სამსახურიდან გაათავისუფლა ოპერატორი, რომელიც გადაღების დროს მიგრანტებზე ძალადობდა. ოპერატორმა გადაღების დროს ლტოლვილ მამაკაცს, რომელსაც ხელში ბავშვი ჰყავდა, ფეხი დაუდო და წააქცია. პეტრა ლასლოს საქციელი მისმა გერმანელმა კოლეგამ აღბეჭდა.

ინციდენტი როსკეს ლტოლვილთა ბანაკთან მოხდა, სადაც მიგრანტები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი-ოპერატორი პატარა გოგონას წიხლს ურტყამს. 

კომენტარები