იარაღის უკანონო ტარება

საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული ლაშა გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, თბილისში, გელოვანის გამზირზე მოძრავი, „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს. მისი ჩხრეკისას, ტომრიდან „ა-კა 74“-ის მოდელის, არარეგისტრირებული, უნომრო, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები მგზავრს ეკუთვნოდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - აცხადებს შსს.

კომენტარები