საბანკო ზედამხედველობა

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, გიორგი მარგველაშვილი არ მოაწერდა ხელს იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას ეწინააღმდეგება.

"საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია", - აღნიშნა დავით პატარაიამ.

პარლამენტმა ზემოაღნიშნულ კანონპროექტზე ვეტო 3 სექტემბერს დაძლია. კანონი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის დამოუკიდებელ სააგენტოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

კომენტარები