რუსეთი სირიაში

რუსეთი სირიის სანაპიროსთან სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთი სირიის სანაპიროსთან სამხედრო-საზღვაო მანევრებს ატარებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა გაფრთხილებიდან, რომელიც სამოქალაქო ავიაციის პილოტებს შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის უწყებამ გაუგზავნა. ამ ცნობების თანახმად, მანევრები 8-დან 17 სექტემბრამდე, პორტ ტარტუსიდან დაახლოებით 70 კილომეტრში ტარდება, სადაც რუსული ბაზა მდებარეობს.

მანევრების ჩატარება სერგეი ლავროვმა დაადასტურა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ წვრთნები რეგულარულად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ტარდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანევრების დროს საჰაერო თავდაცვის რაკეტებიც იქნება გამოყენებული. ბოლო დღეებში სირიაში რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ ცნობები გავრცელდა. მოსკოვი ადასტურებს, რომ ასადის რეჟიმს შეიარაღებას აწვდის.

კომენტარები