დაკავება

ენმ: ოზურგეთში ჩვენი წარმომადგენლების დაკავება კანონის უხეში დარღვევაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოზურგეთში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე - დათო მჟავანაძისა და ორი aქტივისტის - ილია მალაზონიასა და ბესო ქათამაძის დაკავებას არაკონსტიტუციურად აფასებს.

"მიგვაჩნია, რომ პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარტიის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი ბანერი, წარწერით - "მატყუარა მთავრობა", იყო მხოლოდ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამ მიზეზით მათი დაკავება კი, კანონის უხეში დარღვევა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პირები.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამავე ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში დღის 12 საათზე, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, საჯარო დაწესებულებებმა კი მუშაობა შეწყვიტა, რათა აქ დასაქმებულები პრემიერის მოსახლეობასთან შეხვედრას დასწრებოდნენ", - წერია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია ოზურგეთში სასწავლო და სამუშაო პროცესის შეწყვეტის შესახებ უარყო.

კომენტარები