საკონსტიტუციო სასამართლო

კობახიძე: მოქალაქეების აქცია მოსამართლის მხრიდან ზეწოლად არ უნდა იყოს აღქმული

ტაბულა,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებთ გასაკვირი არ არის. ასე გამოეხმაურა დეპუტატი გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. მანანა კობახიძის განცხადებით, მოქალაქეების აქცია მოსამართლის მხრიდან ზეწოლად არ უნდა იქნეს აღქმული. 

"თუ საზოგადოების ნაწილმა, ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა, გარკვეული აზრი გამოთქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ზოგადად მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. დემოკრატიულ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ამის გამო ნუ დაგვტუქსავს ბატონი გიორგი. 
რაც შეეხება იმას, თუ ვინმე რაღაცა საფრთხეს უქმნის მის ან რომელიმე მოსამართლის საქმიანობას, ამისთვის არსებობენ სამართალდამცავები, პოლიცია და მე მივმართვავ მათ, რომ დაცული იყოს თითოეული მოასამართლის და მათ შორის, გიორგი პაპუაშვილის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. თუ მოქალაქეების ნაწილი, შეიძლება, მათთვის მიუღებელი ფორმებით - შეიკრიბა, აქცია ჩაატარა, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ზოგჯერ, ასეთი რაღაცეებიც ხდება. ეს არამგონია, რომ რაიმე ზეწოლად უნდა იყოს აღქმული მოსამართლის მხრიდან" - განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე.

კომენტარები