შერჩევითი მართლმსაჯულება

დოლი: აღშფოთებული ვარ უგულავას გათავისუფლებიდან მალევე მისი ხელახალი დაკავებით

maszol.ro

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი გათავისუფლებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების გამო აღშფოთებულია. EPP-ის პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილ მერთან დაკავშირებით ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ. ჟოზეფ დოლის შეფასებით, საქართველოს მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში ამყოფონ.

“მე აღშფოთებული ვარ უგულავას გათავისუფლებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისი ხელახლა დაპატიმრების გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ, პირველად მას შემდეგ რაც იგი უკანონოდ გადააყენეს მერის პოსტიდან, და როდესაც იგი დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმაზე მეტი ხნით ვიდრე ნებადართულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა საქართველოს მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ ოპოზიციის ლიდერები ციხეში ამყოფონ. უგულავას წინააღმდეგ ერთ-ერთი პროცესის დაჩქარება აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ატარებდა მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის ძლიერ ნიშნებს, და მიზნად ისახავდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი სერიოზული ქართველი პოლიტიკური ფიგურის რაც შეიძლება მალე დაპატიმრებას,” - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.

ჟოზეფ დოლი ამ გადაწყვეტილებას კანონთა არაკეთილსინდისიერ ინტერპრეტაციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად აფასებს. ჟოზეფ დოლის თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მნიშვნელოვანი ლაქა დაედო.

დღესვე გიგი უგულავას საქმეზე განცხადებები სხვა ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს, ევროპის საბჭოში სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელის პედრო აგრამუნტის თქმით, გიგი უგულავას საქმეზე არსებული გადაწყვეტილებას ბარბაროსულია და ამბობს, რომ რომ თუ ის არ გადაიხედა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეალურ ინტეგრაციას ევროპაში.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის თქმით, ის და მისი კოლეგები უგულავას ხელახალი დაკავებით და მისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯის გამო შოკირებულნი არიან და ამბობენ, რომ საქართველოს მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსსა და სულისკვეთებას უხეშად არღვევს.

კომენტარები