თარაშ მუკბანიანი

სასამართლომ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

0 კომენტარი
ფოტო: court.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, დისკო-კლუბ "ლეგას"-ში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს შელაპარაკება მოუვიდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომელ თარაშ მუკბანიანთან. ჩხუბის დროს რამაზ დევაძემ მუკბანიანს წაართვა სამსახურებრივი იარაღი და შურისძიების მიზნით, იარაღიდან გასროლით, თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობისგან თარაშ მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა რამაზ დევაძე იმავე დღეს საქართველო-თურქეთის საზღვარზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მიმალვას აპირებდა.

სასამართლომ დევაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები