კატალონია

კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეებმა გაიმარჯვეს

Reuters

კატალონიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე კოალიციამ გაიმარჯვა.

გამოყოფის მომხრე ნაციონალისტური ალიანსი კატალონიის პარლამენტში 135 ადგილიდან 72-ს დაიკავებს (დამოუკიდებლობის მომხრე ძირითადმა პარტიამ Junts pel Si - 62, ხოლო მემარცხენე პარტია "სახალხო ერთობის კანდიდატურამ" 10 მანდატი მოიპოვა).

„კატალონიელებმა ხმა მისცეს დამოუკიდებლობას", - განუცხადა ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურმა არტურ მასმა მხარდამჭერებს.

დამოუკიდებლობის მომხრე კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობისგან მანდატის მიღების შემდეგ, კატალონია ესპანეთის შემადგენლობას 18 თვის ვადაში დატოვებს.

კომენტარები