კრიმინალი

ავჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

რამდენიმე საათის წინ, ავჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკეშიც დაჭრეს ორი ახალგაზრდა. გარდა ამისა, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთი მამაკაცი ყაზბეგის გამზირზეც დაჭრეს, თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცი ნასვამია და სავარაუდოდ, დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავები მომხდარით დაინტერესდნენ, თუმცა გამოძიება მას შემდეგ დაიწყება, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება. 

კომენტარები