ბაღები გადატვირთულია - არასაკმარისი საწოლები, ძილი იატაკზე და ვირუსების გავრცელების რისკი18 სექტემბერს საჯარო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - გადატვირთულობა - კი კვლავ მოუგვარებელი რჩება. არაერთ ბაღში არის ჯგუფები, სადაც 60-ზე მეტი ბავშვია, საწოლები კი - არასაკმარისი. მეტიც, ზოგიერთი ბაღი, რემონტის გამო, სხვა შენობაში განათავსეს, შედეგად, საწოლისთვის ადგილები არ აქვთ და პატარებს იატაკზე, ლეიბებზე სძინავთ.