თეორემა

გვილავა: ძალიან მოსწონთ მოსამართლეებს წინასწარი პატიმრობის გამოყენება

ჩემთვის ბუნდოვანი იყო წინასწარი პატიმრობის გამოყენება, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ამას სერიოზული დასაბუთება სჭირდება და ჩემი აზრით, უკვე პრობლემაა ის, რომ წინასწარი პატიმრობა იქნა გამოყენებული. ძალიან მოსწონთ ამის გამოყენება, თითქოს უეჭველი სამოთხეში მოხვდება მოსამართლე თუ ბევრ წინასწარ პატიმრობას გამოიყენებს და ეს სამწუხარო ფაქტია, თუ ასე ფიქრობენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ვიღაცებს ეამაყებათ ხალხს ციხეში რომ უშვებენ, თუნდაც წინასწარი პატიმრობით. 

ასე შეაფასა თავისუფალი ზონის აქტივისტების დაკავება ტაბულას ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტმა გია გვილავამ.

კომენტარები