საქართველოს საარჩევნო სისტემა

კანდელაკი ALDE ჯგუფის განცხადებაზე: მთავრობა იზოლაციაშია მოქცეული

დღევანდელი განცხადება მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა არიან იზოლაციაში მოქცეული ევროპაში. მათი მტკიცება იმის შესახებ, რომ მარტო ევროპის სახალხო პარტია აკრიტიკებს თურმე ივანიშვილს, არის დადასტურებულად სიცრუე ამ განცხადებით, რადგან ეს განცხადება ეკუთვნის ლიბერალების პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის და რომელთანაც აფილირებულია საქართველოს რესპუბლიკური პარტია. არჩევანი, რომელიც დგას დღეს ქართველი ხალხის წინაშე, არის ძალიან მარტივი - ან სვლის გაგრძელება ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ და თავისუფლებისკენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ან უფსკრულში გადაჩეხვა ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ლიბერალ–დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის განცხადებაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ნიშნებზე საუბრობს. ALDE ჯგუფი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა გაატაროს.

კომენტარები