მელიქიშვილი: მთავრობა უარს ამბობს სტაბილურ მომწოდებელთან ურთიერთობაზე

საქართველო წელიწადში მოიხმარს ორ მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. აქედან, უშუალოდ სოკარის მილით მოგვეწოდება ერთი მლრდ კუბური მეტრი. ამ მილს აქვს პოტენციალი, რომ დღესვე, მოთხოვნის გაჩენის შემთხვევაში, დაკმაყოფილდეს დამატებით ერთი მილიარდი კუბური მეტრი. საქართველოს მთავრობა უარს ამბობს თავისი პოლიტიკით სტაბილურ მომწოდებელთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე და გადადის სასაუბროდ იმ სახელმწიფოსთან, იმ კომპანიასთან, რომლებიც მუდმივად ეკონომიკის მიუხედავად, პოლიტიკურ მიმართულებით მოქმედებენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ქართული მხარის Gazprom-თან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები