რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: რუსთავი 2-ში ათამდე ზონდერ ჟურნალისტის გარდა ყველა იმუშავებს

რუსთავი 2-ის თითოეულ თანამშრომელს ვპირდები იმას, რომ მათ არ მოუხდებათ წნეხის ქვეშ მუშაობა და მე დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად წნეხის და დიდი კონტროლის ქვეშ მუშაობენ. ეს ხალხი ამ წნეხისგან გათავისუფლდება. და შევპირდები იმას, რომ სახელფასო ბიუჯეტი, რომელიც დღეს სხვანაირად ნაწილდება რუსთავი 2-ში - დიდი ნაწილი მიდის ადამიანებზე, რომლებსაც ნამუსზე აქვთ ხელი აღებული და პატარა ნაწილი პროფესიონალებზე, იმ ნამუსზე ხელაღებულების ბიუჯეტს გადავანაწილებთ პროფესიონალებზე. მე ვერ შევპირდები იქ ყველას, რომ 100%-ით სამსახურში იქნება, ზონდერების გარდა ყველა იმუშავებს, ე.წ. ზონდერ ჟურნალისტების გარდა ყველა იმუშავებს. დაახლოებით ეს იქნება არაუმეტეს 10 ადამიანისა. 

ქიბარ ხალვაში იმედთან ინტერვიუში რუსთავი 2-ის საქმეზე

კომენტარები