რუსთავი 2-ის საქმე

ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: იქნებ იტყუება რაც ასევე არ არის გამორიცხული

მე მიკვირს საერთოდ სად არიან მფლობელები ამ რუსთავი 2-ის და რატომ არის ნიკა გვარამია წინა პლანზე წამოწეული. პოლიტიკურად არის თუ არა მიზანშეწონილი ეს პროცესი და ეძლევა თუ არა რუსთავი 2-ს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ნაწილს საშუალება, რომ მოახდინოს პროვოცირება დაძაბულობის. რა საკვირველია ეძლევა. არის სამართლებრივი ნაწილი, რომელიც რატომღაც ყველას გვიკვირს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თურმე ვიღაცა ბიზნესმენს წაართვა ქონება და ეს არის გასაკვირი და გასაგიჟებელი ამბავი და ამას მუქარა და ის ჭირდება. წინასწარ ესეთი ტრაგიკული ფორმით აჟოტაჟის ატეხა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია და ხალხისადმი მოწოდება ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ესეც ვფიქრობ წინაპირობას ქმნის დაძაბულობის, არეულობის. დღესვე აუცილებლად ჩვენებები უნდა მისცეს რომელმა იდიოტმა ან რომელმა პროვოკატორმა ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და დამატებითი ნავთი დაასხა ცეცხლს. ან იქნებ იტყუება რაც ასევე არ არის გამორიცხული.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვოლსკი, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.

კომენტარები