ტყემალაძე: სტალინი არის ისტორიული პიროვნება, რომლის არაღიარებაც არ შეიძლება

გოგი თოფაძეს არ უთქვამს, გინდა თუ არა, ყველამ უნდა დაკიდოსო. "მოვა დრო, შეიძლება, ისე დაფასდეს სტალინის ღვაწლი, რომ ყველამ ჩამოკიდოს მისი სურათი" - ეს თქვა და არა ის, რომ ყველამ უნდა ჩამოკიდოს და ასე შემდეგ. სტალინი არის ისტორიული პიროვნება, რომლის არაღიარება არაფრით არ შეიძლება. ისტორიული პიროვნება შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე გოგი თოფაძის განცხადებაზე. თოფაძემ მაესტროს ეთერში თქვა, რომ "მალე, ყველა კაბინეტში სტალინის სურათი დაიკიდება, ის გენიალური პიროვნება იყო".
მოკლე ბმული: