რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: რასაც გვარამია ექსტაზებში შესული იტყვის, ის ვერ იქნება არგუმენტი

ხელისუფლების ვერც ერთი ქცევა ვერ ვნახე თქვენ [რუსთავი 2-ის] წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ რომ ძალადობს გვარამია და ისტერიკებშია, ამას ვხედავ. ჩემი ნათქვამი იმიტომ კი არაა, რომ მთავრობა წაახალისოს, იმიტომ გაძლევთ შენიშვნებს, რომ უფრო არგუმენტირებულები იყოთ და ფაქტები არ დაამახინჯოთ. ამდენი ხანია გვაკრიტიკებთ, სამი წელიწადია და სად ნახეთ ძალადობა?! ნიკა გვარამია რომ ამბობს, მითვალთვალებენო, ეს უნდა დაამტკიცოს სასამართლოში. ნიკა გვარამია ვერ გახდება კანონი. მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ რასაც ნიკა გვარამია ექსტაზებში შესული იტყვის, ის ვერ გახდება საფუძველი, რომ ეს არგუმენტები იყოს. მან ეს რაც თქვა, უნდა დაამტკიცოს. ჯერ რაც თქვა, დაამტკიცა? იმ კაცმა [ალექსი ახვლედიანმა] უარი თქვა, როგორც მე ვიცი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ მას აშანტაჟებენ.

კომენტარები