რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას

ნაციონალური მოძრაობა საჯაროდ აცხადებდა ძალიან მკაფიოდ, რომ ძალით რუსთავი 2-ის აღების მცდელობას წინ აღვუდგებით, ჩვენი მანიფესტაციით, ფიზიკურად წინ აღვუდგებით, ეს იყო ცნობილი ყველასათვის დიდი ხანია და ეს პოზიცია არის დღესაც ძალაში. ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. კერძოდ, როგორ შევუშლით ხელს ხელისუფლებას, კონსტიტუციის დარღვევით სასამართლოზე ძალადობის, რუსთავი 2-ის ფიზიკურად ხელში ჩაგდების მცდელობის შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ჩვენი მხრიდან ტელეკომპანიის დაცვის ყველა ვარიანტი განიხილება. ეს არის ჩვენი უფლება, რაც შეეხება "ბოევიკებს", მე მგონი, ყველასთვის ნათელია საღი აზრის ფარგლებში, ვინც უსმენდა, რომ აქ შეიარაღებულ ხალხზე კი არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენივე მანიფესტაციით იმ მცდელობას, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და რომელსაც, იმედი მაქვს, გადაიფიქრებს. რუსთავი 2-ის და ჟურნალისტების სრული უფლებაა, თვითონ განსაზღვრონ თავიანთ შენობას და ტერიტორიას როგორ დაიცავენ. ჩვენი, საქართველოს უფლება და ვალდებულებაა, ხელი შევუშალოთ ივანიშვილს, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომლებიც მას ანტიდემოკრატიული გზით ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს უშლის. ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილს ასეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში, სრული პატივისცემით ვიძახი ამას რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანს გიგა ბოკერიას ე.წ. მოდულის შენობაში კითხავენ. დაკითხვამდე მან კომენტარი გააკეთა.

კომენტარები