გვარამია: ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, ნუ შეიკრიბებიან რუსთავი 2-თან

სატელეფონო ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას. ეს პირველად არ მომხდარა, რომ ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამომსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაპროტესტებთ სიტყვის თავისუფლებას, ის ეჭვობს, რომ შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს ძალა, მათ შორის ჩვენ წინააღმდეგ. ნუ, მე ამას არ ვიზიარებდი მაშინ, მაინცდამაინც არც ეხლა არ ვიზიარებ, თუმცა ისე იქცევა ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში, რომ საეჭვო გახდა ნამდვილად ჩემი ეს რწმენა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ ადამიანებს, რომ ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, ნუ შეიკრიბებიან რუსთავი 2-თან. თუ შეიკრიბებიან, ეს იქნება მხოლოდ მათი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვფლობთ არანაირ მექანიზმებს, რომ პროცესები ვაკონტროლოთ და მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ასევე, თუ ვინმე შემოგზავნილი პროვოკატორი იქნება ხელისუფლების ან რომელიმე ძალის მიერ, ამას ჩვენ ვერ ავირიდებთ თავიდან იმიტომ, რომ ჩვენს კომპეტენციას ეს აღემატება. ამიტომ ჩვენ დავიცავთ კომპანიას ჩვენი ძალებით, არ შემოვუშვებთ მაინც იმ ადამიანებს, ვინც სასამართლოს ძალადობის მეშვეობით შეიძლება შემოსაშვები, ასე ვთქვათ, გახდეს, ვითომ კანონიერი საფუძვლით და სიტყვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ ჩვენ, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყონ პოლიტიკურმა პარტიებმა. ეს არის მათი შეთანხმების საგანი და, რაც მთავარია, პირველ რიგში, მთავრობის კომპეტენცია. 

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე შესვლამდე.

კომენტარები