ბაქრაძე: ვიბრძოლებთ ბოლომდე, მაგრამ მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში

რაც შეეხება ძალადობას, მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რაიონებში. არცერთ ჩვენს აქტივისტს არ გადაუდგამს საპასუხო ნაბიჯი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ჩვენი ამოცანა არის, ეს ხელისუფლება კანონიერად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში, ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებებზე, არამედ საუბარი იყოს გაჩერებულ პენსიებზე, დამდგარ ეკონომიკაზე, მომატებულ სიღარიბეზე, ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე და ამას ყველაფერს უპირისპირდება სწორედ მთავრობა, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი გადაიტანოს დაპირისპირების პრიზმაში. ჩვენ ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად, მაგრამ ხაზგასმით და კატეგორიულად ვამბობ, ვიბრძოლებთ ბოლომდე სიტყვის თავისუფლებისთვის, ვიბრძოლებთ ბოლომდე რუსთავი 2-ის თავისუფალი ეთერის დაცვისთვის, განვმეორდები, მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ვიბრძოლებთ ბოლომდე.

საპარლამენტი უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

კომენტარები