რუსთავი 2-ის საქმე

შოთაძე: რ2-თან კამერების დამონტაჟება და პატრულის გააქტიურება დროული იყო

უსაფრთხოების ზომები - სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გააქტიურება მიმდებარე ტერიტორიაზე, ვფიქრობ, იყო ძალიან დროული. ვფიქრობ, რომ ეს პრევენციული ღონისძიებები ისევე, როგორც, ზოგადად, დამნაშავეების დასჯა და საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია დანაშაულთან ბრძოლის შემთხვევაში. სამართალდამცველმა ორგანოებმა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს უკრაინულ კომპეტენტურ ორგანოებს. შესაბამისად, ამ დანაშაულის სპეციფიკიდან, რომ ეს ჩანაწერები ატვირთულია უკრაინაში, გაცილებით მარტივია უკრაინული სამართალდამცველი ორგანოებისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების წარმოება.

მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე.

კომენტარები