რუსთავი 2-ის საქმე

ჩერგოლეიშვილი: ის, რაც თქვა საკონსტიტუციომ, ბიძინა ივანიშვილმა თავზე გადაიხია

თავისუფალი ფორუმის არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა განვითარდეს ნორმალური გზით. ურთმელიძე არის ჭანჭიკი, ისევე როგორც დვალი, აქიმიძე. ისინი ბიძინა ივანიშვილის ქანჩები არიან. გუშინ საკონსტიტუციო წესრიგის ფარგლებიდან გავედით. გუშინ მოირღვა საკონსტიტუციო წესრიგი ამ ქვეყანაში. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა ერთი და ბიძინა ივანიშვილმა ის, რაც თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, გადაიხია თავზე. მარტო იმიტომ, რომ ვერ მოიცადა მარტამდე, როცა შესაძლებელი იყო შემდეგ ინსტანციაზე გადასულიყო საქმე. რატომ? იმიტომ, რომ ის ებღაუჭება იმ ძალაუფლებას, რომლითაც ბანკმა ქართუმ 17.5-ჯერ გაზარდა მოგება მაშინ, როდესაც საქართველოს მთელი მოსახლეობა ღარიბდება, გარდა მისი მარიონეტი ჩინოვნიკებისა. რუსთავი 2 არის ბიძინა ივანიშვილისთვის სარკე, სადაც ჩანს ქართველი მოსახლეობის პრობლემები და რუსთავი 2-ის დახურვით ის ამტვრევს ამ სარკეს. 

აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები