რუსთავი 2-ის საქმე

მურადაშვილი: ყველა სახელმწიფო რესურსი მობილიზებულია R2-ის წინააღმდეგ

სამართლებრივად რომ შევხედოთ, მე მგონია, რომ ეს [პარლამენტის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ] ვერ იქნება აცილების საფუძველი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ვიცით -დედა არ არის ოჯახის წევრი და საერთოდ, ეს აცილების ინსტიტუტი ფაქტობრივად, აღარ არსებობს. და ის, რომ ნიკა გვარამია არის იურისტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც არის იურისტი და სადღაცა სამსახურებრივი გადაკვეთა ჰქონდათ მათ პროფესიული, ეს როგორ შეიძლება, ჩაითვალოს აცილების საფუძვლად, წარმოუდგენელია. ვფიქრობ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს პარლამენტის შუამდგომლობა, აცილების საფუძველი ეს არ უნდა იყოს. რაც შეეხება ზოგადად პარლამენტის ასეთი მიდგომას, შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ყველა სახელმწიფო რესურსი მობილიზებულია რუსთავი ორის წინააღმდეგ, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო იყო ფაქტობრივად ერთი ინსტიტუტი, რომელმაც ობიექტურად განიხილა აღნიშნული საქმე და შეაფასა, ფაქტობრივად ვხედავთ, რომ უკვე ამ მიმართულებითაც ხდება თავდასხმა, ეს შეიძლება რაღაც სიგნალად აღვიქვათ. თმცა იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ობიექტური და როგორც ურთმელიძე იდგა მყარად და არ აიცილა, ასევე არ აიცილებს საკონსტიტუციო სასამართლო. 

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში პარლამენტის შუამდგომლობაზე. საკანონმდებლო ორგანო რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ.

კომენტარები