საერთაშორისო პარტნიორები

ივანიშვილი: სააკაშვილმა ძალიან ცუდად გადაღება პლეხანოვი

ენმ-ს აქვს მეგობრობა, უამრავი მეგობრები ჰყავს, ისინი ახერხებენ, რომ ეს ინფორმაცია მიაქვთ, ცრუს ინფორმაციასაც წევენ, რაც შეიძლება, მაღლა. ჩვენ გვიწევს პასუხების გაცემა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისგან მე პირადადაც მომისმენია და ზოგადადაც ისმის ეთერიდან შენიშვნები, რომ რატომ ახალი გუნდი, დღევანდელი მთავრობა ვერ ახერხებს ამას და ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა. ამას აქვს მარტივი პასუხი - ენმ ვირტუალურ სამყაროს ხატავდა საქართველოში, საშინელი აღმშენებლობა და აღმაშენებელს ეჯიბრებოდა ეს კაცი, ძალიან ცუდად გადაღება პლეხანოვი და ქალაქის მშენებლობა და ა.შ., აღარ გავიხსენებ. მოკლედ, აშავებდნენ და თეთრად ყიდდნენ გარეთ, ამისთვის დასჭირდათ ასეთი სისტემის მკაცრი ჩამოყალიბება - ძარცვავდნენ მთელ ბიზნესს და მთელ მოსახლეობას, ნაძარცვი ფულით ამაგრებდნენ ამ სიცრუეს გარეთ. შიგნით ძალადობდნენ და მოსახლეობა ხმას ვერ იღებდა, რეალურად მთელი საქართველო ციხეში ჰყავდათ. გარეთ - ნაძარცვი ფულით კარგად ახერხებდნენ მეგობრების მაქსიმალური რაოდეობის შეძენასაც და იმის გაყიდვასაც გარეთ, რომ საქართველოში, ნაცვლად დიქტატურისა, დემოკრატიის აღუწერელი ფორმა მიმდინარეობს და დემოკრატიზაციის ახალი ისეთი სახე შექმნა სააკაშვილმა, რომ ევროპასაც არ სიზმრებია, ასე ყიდდნენ ამას ყველაფერს გარეთ, ამაში იხარჯებოდა მათი ძირითადი დრო და ძირითადი ენერგია და ეს ნაძარცვი ფულიც ამას ხმარდებოდა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები