მდგომარეობა საქართველოში

ჰაუტალა: საკონსტიტუციომ რ2-ის საქმეზე დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას გაუძლო

მჯერა, რომ საქართველოში რეფორმები გრძელდება და შედეგიც იქნება. ასევე მჯერა, რომ სასამართლო სისტემის ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად, რეფორმა გრძელდება. რუსთავი 2-ის საქმეს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა დავინახოთ, რომ მედიაპლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში გამოწვევები კიდევ არსებობს. გვაქვს დადებითი სიგნალები, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლოს ამ საქმესთან დაკავშირებით დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას გაუძლო და გვაჩვენა დამოუკიდებლობა. სწორედ ამას უნდა დავუჭიროთ ჩვენ მხარი. ევროპარლამენტის ამოცანაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს, რომ ჩვენი ერთობის ნაწილი გახდნენ.

ევროპარლამენტარი ჰაიდი ჰაუტალა მწვანეთა პარტიიდან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები