საპენსიო რეფორმა

ჯაფარიძე: 25 წლის შემდეგ ოცნების საპენსიო რეფორმით თვეში მიიღებთ 2 ლარს

ვთქვათ, გაქვს 500 ლარი ხელფასი. 10 ლარს იხდი შენ, გატყუებენ, რომ კარგი, ვთქვათ 10 ლარს ვითომ გიხდის დამქირავებელი და 10 ლარს ვითომ გიმატებს სახელმწიფო. სინამდვილეში 30 ლარი შენია. 30 ლარი ყოველ თვე რომ დააგროვო, ეს არის წელიწადში 360 ლარი. 10 წელიწადში არის 3600 ლარი. 20 წელიწადში ეს არის 7200 ლარი. დაარიცხე კიდევ 800 ლარი, ეს არის 8000 ლარი. ვთქვათ, საპენსიო ასაკიდან გახვედი და ეს პენსია უნდა გასცე 10 წელი [მეტზე რომ გაყო, კიდევ უფრო ნაკლები გამოვა] იცხოვრე, სანამ გარდაიცვალე, 8000 რომ გავყოთ 10 წელიწადზე, გამოდის წელიწადში 800 ლარი. წელიწადში არის 12 თვე, გავყოთ 12-ზე არის დაახლოებით 70 ლარი თვეში. 25 წელიწადში, 70 ლარი დღეიდან რომ გადათვალო რამდენი იქნება, ვთქვათ, არ მოხდა არანაირი შოკი, ლარი აღარ გაუფასურდა და არაფერი დაგვემუქრა, მარტო რომ ავიღოთ მიზნობრივი ინფლაცია რაც არის, დაახლოებით 6%, ეს ნიშნავს, რომ 25 წელიწადში ის 70 ლარი (არ ვიცი ზუსტად რამდენი იქნება, ამას ნუ დამათვლევინებთ) დაახლოებით იქნება 1 ლარი და 20 თეთრი. ანუ პენსია გექნება, თვეში აიღებ, 1 ლარს. აი მთელი ამ სისტემიდან [ქართული ოცნების საპენსიო რეფორმა], ვითომ რომ რაღაც მაგარს ვაკეთებთ, თვეში მიიღებ, დღევანდელი ფულით რომ იანგარიშო, 2 ლარს

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში თეორემა

კომენტარები