ბედინეიშვილი Gazprom-ზე: მთავრობა მუდმივად ცვლის თავის ახსნა-განმარტებას

კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა ენერგეტიკის მინისტრის განცხადებამ, მთელი ეს პროცესი იდუმალებით მოცული რომ არის, ამას ვხედავთ, ხო? დამატებით შეცდომას რასაც უშვებს მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო, არის ის, რომ მუდმივად ცვლის თავის ახსნა-განმარტებას - სინამდვილეში რა ხდება. ჟარგონზე რომ ვთქვათ, ჯობია, პირველ ჩვენებას მიაწვნენ, ვიდრე მუდმივად სხვადასხვა განცხადებები აკეთონ. ჯერ იყო, რომ ალტერნატივა გვჭირდებაო, მერე რაღაც დივერსიფიკაციაზე იყო ლაპარაკი, მერე რაღაც ფასზე თქვეს, რომ იაფიაო, მერე თქვეს, რომ ირანიდან ხდება გაცვლა. ახლა ახალი ვერსია გამოჩნდა, თითქოს ფიზიკური რაოდენობა სომხეთში მიმავალი გაზის 10%-სა, ახლა რაღაც მონეტარული სახით უნდა მივიღოთ. ეს ერთი მხრივ აჩვენებს, რომ რაღაცას იტყუებიან და არ იციან - რას, მუდმივად ცვლიან ვერსიებს და მეორე მხრივ, თუ გამჭვირვალობა არ იქნა და მართლაც არ ვნახეთ, რაზეა ლაპარაკი, სერიოზული ზიანი შეიძლება მივიღოთ ბევრი თვალსაზრისით. კითხვები უფრო ბევრია, ვიდრე პასუხები.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები