ბოკერია: მთავარ პოლიტიკურ მტერთან უფრო სუსტ მდგომარეობაში ვვარდებით

გაზპრომთან დაკავშირებით იმდენი სისულელე ითქვა, რომ ერთ-ერთს ვერ გამოვყოფ. ჯამში უნდა ითქვას, რომ ივანიშვილისა და მისი მარიონეტების მავნებლობით, რუსეთისადმი მაამებლობითა და არაკომპეტენტურობით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყოველდღიურად ზიანდება. ეს კი გრძელვადიანი ზიანი იქნება. ამით ჩვენ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ მტერთან უფრო სუსტ მდგომარეობაში ვვარდებით, მომგებიან ხელშეკრულებას არამომგებიანად ვაკეთებთ. ანუ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ როცა ეკონომიკურ კეთილდღეობას ეხება საქმე, მტერთანაც უნდა ილაპარაკო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესები დაცული უნდა იყოს, ხალხს პირობები უნდა გაუუმჯობესდეს და არ მოხდეს პირიქით - დააბრუნო 90-იან წლებში. ჩვენ ამას წინ აღვუდგებით და 9 თვეში სახლში გავუშვებთ მთავრობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გაზპრომთან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები