ლარის გაუფასურება

ჯაფარიძე: ეკონომიკური ქაოსი გვაქვს, შეიძლება უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ

ჩვენი მთავარი პრობლემა არის არა ის, რაც რეგიონში ხდება, არამედ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ შიგნით და როგორ მოვედით აქამდე. მე რასაც ვუყურებ, არ გვაქვს ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკური ხედვა და საერთოდ მსგავსი არაფერი. გვაქვს სრული ქაოსი. ჩვენ თვეების განმავლობაში გვესმის ერთი და იგივე. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ქაოსი და შეიძლება გაცილებით რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ლარის დევალვაციაზე

კომენტარები