ლარის გაუფასურება

ქუმსიშვილი: ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ დანაზოგები გვაქვს დოლარში

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა არის დოლარიზაციის ის მოცულობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ეკონომიკაში. შესაბამისად, ეს ყველაზე მძიმედ აისახება იმ მოსახლეობაზე, ვისაც სესხები [უცხოურ] ვალუტაში აქვს აღებული და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა იქნას მოგვარებული. ეს პროცესები ასევე მოქმედებს ფასების ზრდაზე, რომელიც მოსაგვარებელია... ჩვენ არ ვართ კუნძული მსოფლიოში, ეს არის ურთიერთდამოკიდებული სისტემები და როდესაც ვამბობთ, რომ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, ეკონომიკა იზრდება გარკვეული ტენდეციებით და შესაბამისი ქმედებებით. ინვესტიციები შემოდის საქართველოში, ეს ინფორმაცია საჯაროა და ამის გადამოწმება შეუძლია ნებისმიერს. ყველაზე დიდი უბედურება, რაც ჩვენ გვჭირს, არის ის, რომ დანაზოგები გვაქვს დოლარში და შესაბამისად, სესხებიც დოლარში გვაქვს გაცემული.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაცემა არჩევანში ლარის გაუფასურებაზე

კომენტარები