პროცესები მაესტროში

კვირიკაშვილი: საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტუაცია თუ ხდებოდა მაესტროში

არავისთან არ მაქვს არაფერი დასამალი. საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი. ტყუილის აუტანლობა მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ - გია გაჩეჩილაძეს 23:00 საათზე შევხვდი, არ არის ეს სამუშაო დრო. ამ სპეკულაციებზე უკვე აღარ შემიძლია პასუხების გაცემა. საუბარი მქონდა გია გაჩეჩილაძის ერთ-ერთ მეგობარზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში ჰქონდა პრობლემები. ეს იყო და ეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს შევხვდი. ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად და გულწრფელად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, ეს სიტუაცია თუ ხდებოდა მაესტროში. რომ მცოდნოდა, ალბათ ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი. ამ სიტუაციაში შეიძლებოდა, თავი შემეკავებინა და არ შევხვედროდი მეგობარს, რომ არ გამომეწვია ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაესტროს გარშემო განვითარებულ პროცესებზე საუბრობს და კიდევ ერთხელ განმარტავს გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრის შინაარსს.

კომენტარები