ცენტრალური საარჩევნო კომისია

ხუსკივაძე: კომისიაში არჩეულები იყვნენ კონკრეტული ადამიანების ნათესავები

ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ გადავიდეთ არა შერეული საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაზე, არამედ თავიდან ბოლომდე არჩევითობის სისტემაზე. ეს კრიტერიუმები უნდა იყოს ძალიან სათუთად შერჩეული. ვინ უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, რანაირად უნდა იყოს არჩეული, რატომ, რისი გულისთვის. იმიტომ კი არა, რომ მე მომეწონა სურათზე ადამიანი, არა , ამის მიხედვით არ აურჩევიათ 4 თებერვალს ადამიანები. იქ იყვნენ არჩეულები კონკრეტული ადამიანების კურსელები, დისშვილები, ძმისშვილები, პარტიული ადამიანები, საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე, გამგებლის მეუღლე... ჩვენ ეს ფაქტობრივად გვაქვს უკვე დღეს. ამისი დასაბუთების პრობლემა არ არის, ეს ჩვენს ვებგვერდზეც დავდეთ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მივაწოდეთ E-Mail-ის საშუალებით, ასევე ცესკოს, არჩევის წინა დღეს მივაწოდეთ ეს სია. ცესკოს დღეს ერთი კრიტერიუმიც არ აქვს, რის გამო აირჩიეს. თქვეს, რომ გამოცდილების გამო, მათ აქვთ პარტიული გამოცდილება.

აღნიშნა საბურთალოს ოლქის თავმჯდომარე აკაკი ხუსკივაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები