ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია

ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი. საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას...ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და უცხოური ინვესტიციების ნაკადი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება - ჩვენ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. ეკონომიკური მოდერნიზაციისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტისა, არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტიც და ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა.

თქვა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები