კოალიცია ქართული ოცნება

უსუფაშვილი: კოალიციაში პარტიების დანომვრას არ დავიწყებდი

მე ზოგადად, [პარტიების] დანომვრას არ დავიწყებდი [კოალიციაში]. პირველი, მეორე, მესამე, მეშვიდე და ა.შ. როცა კოალიცია იკრიბება, იქ ყველა პარტნიორს თავისი როლი და დანიშნულება აქვს. ცნობილი ფორმულაა, რომ მილიონს თუ ერთი აკლია, მილიონი არ არისო, თუ ერთი მანეთი დაემატა, მაშინ მილიონი ხდებაო. აქ ერთიანობაზე უნდა ვისაუბროთ და ყველას თავისი ძალიან ღირსეული ადგილი და ფუნქცია აკისრია. დღევანდელი მდგომარეობით, ეს ასე გამოვიდა, ეს ასეა, ხვალინდელი მდგომარეობა როგორი იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს. ჩვენ, რესპუბლიკური პარტია, ამ თვალსაზრისით, ვთვლით, რომ ვართ პირველი პარტია. მე მომწონს ჩემი პარტია და მიყვარს ჩემი პარტია, მე პირველ ადგილზე ვაყენებ მას, მაგრამ კოალიციურ ერთობაში, პირველი იქნება, მეორე იქნება, ერთ-ნახევარი იქნება და ა.შ, ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება მსჯელობა და არ არის მართალი ის, რომ რესპუბლიკურ პარტიას რაღაცა განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე. მაგრამ არც ის არის მართალი, რომ რესპუბლიკურ პარტიას არა აქვს წარმოდგენები საკუთარ თავზე. ასე რომ, პარტია იმ ტიპის ორგანიზმია, რომლის შეფასება ხდება პოლიტიკური პარტნიორების და საზოგადოების მხრიდან, ასე რომ, დანომვრას არ დავიწყებდი, რეალობა ყველასთვის ნათელია, ცხადია და ეს ჩემი სალაპარაკო არ არის.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები