მაესტროს საქმე

კიკაბიძე: 8 საათის მერე, ვიქნებით თუ არა ეთერში, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, ჭიქა ჩაისთან ისხდნენ ლევან გაჩეჩილაძე და ბატონი მოსამართლე და რასაც ჭორაობდნენ, ყველაფერი გადაიტანეს ფურცელზე. თუმცა, მანდ ბევრი უზუსტობებია და ამ განჩინების შესაბამისად შესაძლებელია, საერთოდ შეწყდეს მაესტროს სახელის გამოყენება ყველა კომპანიისთვის, ვისაც ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. მაესტრო არის ადამიანთა ჯგუფი, ეს ადამიანთა ჯგუფი არის ჩემთან ერთად, ჩვენ ვართ ერთად და მაესტრო აუცილებლად იქნება ცოცხალი. 8 საათის მერე რა იქნება, ვიქნებით თუ არა ეთერში, ამ წუთში ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე, მაესტროს შესაძლო მაუწყებლობის შეწყვეტაზე

კომენტარები