კულტურა

პრემიერი: დავაფინანსებთ უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას საქართველოში

მინდა, კულტურის სამინისტროს კუთხით შევეხო რესურსების გამოყოფას, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსება, რომელიც გულისხმობს უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას საქართველოში. მათი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები