რუსეთ-საქართველო

ფხალაძე: აბაშიძეს ადგილზე უნდა გაეცა კარასინისთვის პასუხი

როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა პასუხი უნდა გასცემოდა პრაღაში კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იქ, ადგილზე უნდა გასცემოდა ის პასუხი, რა პასუხის გაცემაც შემდგომში მოუხდა ბატონი ზურაბის უშუალო ხელმძღვანელს, საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ კვირიკაშვილს საქართველოდან. ამავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ფერდერაციასთან ურთიერთობა არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული და განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამ ურთიერთობებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და კონკრეტიკა. 

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ზურაბ აბაშიძეს კიდევ ერთხელ პასუხობს.

კომენტარები