პირადი კადრები

მეჭიაური: ძმაკაცის ცოლებში არ დავდიოდი ზოგიერთებივით

როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირებზე არსებობს ისეთი კომპრომატები, რომელიც შეიძლება გამოიყენონ მათ დასაშანტაჟებლად, ეს არის დიდი საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, თუ ასეთ თანამდებობის პირებს ძალიან მნიშვნელოვან საიდუმლოებებზე აქვთ წვდომა. ისე კი, ყველას აქვს უფლება, იცოდეს, ვის ქირაობს. ჩვენ, საჯარო მოხელეები, მოსახლეობის მიერ ვართ დაქირავებულები. თუ მკითხავენ, – დადიოდი თუ არა ქალებშიო, პირდაპირ ვეტყვი, – კი, დავდიოდი-თქო. ძმაკაცის ცოლებში არ დავდიოდი ზოგიერთებივით. ამას რომ ვეტყვი ამომრჩეველს, მერე მათი გადასაწყვეტია, ხმას მომცემენ თუ არა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გაზეთ პრაიმ ტაიმთან ინტერვიუში.

კომენტარები