Panama Papers

ბასილაია Panama Paper-ის ინფორმაციაზე: ეჭვი არ მეპარება, გამოძიება არ დაიწყება

მას შემდეგ რაც მასმედიაში გაჟღერდა ეს ინფორმაცია [ Panama Paper-ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობისას დეკლარაციაში კომპანია არ ჩაწერა]  პროკურატურა ან სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე- 100 მუხლის მიხედვით, მასმედიაში გავრცელებული სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციაც კი არის გამოძიების დაწყების საფუძველი. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დეკლარაციაში არასწორი მონაცემების წარუდგენლობის ეჭვის საფუძველზე დაიწყეს არა ერთი გამოძიება, არა ერთი ადამიანი დაიბარეს და დაკითხეს. მოცემულ შემთხვევაში არგუმენტიც შეუძლებელია არსებობდეს იმისა, თუ რატომ არ უნდა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება და რატომ არ უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი არგუმენტი, რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ ის არის ბატონი ბიძინა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ გამოძიება არ დაიწყება, რაც შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი შემთხვევა იქნება. 

ადვოკატი ბექა ბასილია Panama Paper-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობისას დეკლარაციაში კომპანია არ ჩაწერა, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები