ძვირადღირებული ავტომობილები

პრემიერი: მე პირადად, შავი ჯიპები დასანახად მეზარება

დღეს გარკვეული ნაპრალია მთავრობისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების საშუალო დონეს შორის და ეს გარკვეულწილად,  გახლავთ იმის ერთ-ერთი მიზეზიც, რომ შესაძლოა, ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა არ იყოს იმდენი, რამდენიც იყო არჩევნების მოგების შემდგომ. აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მისაღები. საერთოდ, მე პირადად, შავი ჯიპები დასანახავად მეზარება, პირდაპირ გეუბნებით და საერთოდ, შავი მანქანა აღარ მიყვარს. მგონია, რომ ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი. ძალიან ჩამოყალიბებული გეგმა გაგვაჩნია იმ სტანდარტებზე, რომლებიც უნდა იყოს სახელმწიფო ბიუროკრატიაში. არაერთხელ მისაუბრია თანამოაზრეებთან, რომ ქვეყანაში, სადაც საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი არ არის მაღალი და ამ თვალსაზრისით, დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, არ შეიძლება, იყოს თუნდაც ამ დონის გარემონტებული ოფისები. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ როგორც ჩვენს მთავრობამდე გარემონტებულ ოფისებზე, ისე მას შემდეგ. რაღა დასამალია და [ჩვენი მთავრობის დროსაც] იყო რაღაც მიმართულებები, სადაც ცოტა მეტი თავმდაბალი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლებოდა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან მიმდინარე შეხვედრაზე, ძვირადღირებული ავტომობილების შესახებ დასმულ კითხვაზე.

კომენტარები