მეჭიაური: კონგრესმენმა რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას

იმის გამო, რომ ვიღაცა რასელი ვიღაცას დააშანტაჟებს... რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას, რაც არ უნდა დიდი იყოს ის ქვეყანა იმიტომ, რომ რასელებმა კი არ უნდა მართონ ეს ქვეყანა, უნდა მართოს ხალხმა და ხალხი ვისაც არჩევს, იმან. ერთხელ და სამუდამოდ, ვისწავლოთ ჩვენი არჩევანის პატივისცემა. ამოქმედდა უკვე მე-5 კოლონა და ცდილობენ საქართველოს სხვა კარიდან შემოვიდნენ პარლამენტში. მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნია ზოგ პოლიტიკურ ძალას, ზოგი რასელს აალაპარაკებს, ზოგი - სხვა რასელს ან სხვა რომელიმე გვარისას და ა.შ. ახლა ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ანგარიშებს ვერ დამიყადაღებენ სადმე - არ გამაჩნია და იმიტომ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ეხმაურება კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვის შესახებ.

კომენტარები