ბოტანიკური ბაღი

მელია: ბოტანიკური ბაღის თემა არ ეხება პოლიტიკას, ეს ღირსების საკითხია

ბიძინა ივანიშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, 4 ჰექტარი ბოტანიკური ბაღის შუაგულიდან ამოგლიჯა და დაარეგისტრირა საკუთარ შ.პ.ს-ზე და მიუერთა საკუთარ რეზიდენციას. ბოტანიკური ბაღის გუშინდელ ტერიტორიაზე მშენებლობა იყო დაუშვებელი, დღევანდელ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილისაა, რაც უნდა, იმას ააშენებს და ეს არის სხვაობა. ჩვენ გვაქვს ორი კატეგორიული მოთხოვნა და ეს არის ღირსების საკითხი, ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს არის თბილისელების პრობლემა და თავს შევაკლავთ ამას. თუ 3 მაისს ივანიშვილმა იყიდა ის 29 ჰექტარი აუქციონის წესით, დაიწყება ფართომასშტაბიანი საპროტესო აქციები, რის შედეგადაც უკან აუცილებლად დავახევინებთ

ენმ-ის წევრი ნიკა მელია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები