ზედელაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი

რაც შეეხება იმას, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 6 წევრის თანხმობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში იღებს უმცირესობა, ანუ 4 წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს 4 წევრს შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ანუ თუ შეძლებს ხელისუფლება 4 წევრის გაკონტროლებას საკონსტიტუციო სასამართლოში, მინიმუმ 2 წევრის გაკონტროლებას თუ შეძლებს, მას შეეძლება, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე განუსაზღვრელი ვადით მოახდინოს პროცესების გადავადება. ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, საკმარისია 4 წევრზე არსებობდეს რაიმე ტიპის კონტროლი, რომ შეძლოს ნებისმიერი მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების ჩაგდება. ეს შეუძლებელი იყო არსებული წესით, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სასამართლოს 5 წევრის ხმა. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით რთული იყო, როდესაც ნაკლები კვორუმი იყო მოთხოვნილი, ამ შემთხვევაში სასამართლოზე ზეწოლა, ახლა ეს გაცილებით ადვილდება. პრაქტიკულად გამოდის, რომ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლეთა უმცირესობა. ანუ მოსამართლეთა უმცირესობის ხელში ვარდება საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც არის მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე

კომენტარები