კორცხელის ინციდენტი

კორძაია: ვიდეოკადრებში იდენტიფიცირებული პირები უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ნამდვილად არ არის გამოსავალი. მთავრობა, როგორც ერთიანი გუნდი და პრემიერმინისტრი, როგორც ამ გუნდის ხელმძღვანელი, შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ის, რომ პრემიერის გუშინდელი განცხადება დავალებად მიიღო იუსტიციის მინისტრმა და მან უკვე მოამზადა კანონპროექტი, ეს არის კარგი. მაგრამ პრემიერის გუშინდელი განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა მომხდარი მოვლენების დაგმობას, ასევე დავალებად უნდა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა და დღეს უკვე ვიდეოკადრებში იდენტიფიცირებული ადამიანები უნდა იყვნენ დაკავებული. სამწუხაროა, რომ მთავრობა, როგორც ერთიანი გუნდი, ვერ ხედავს პრემიერმინისტრის დავალებებს.

რესპუბიკელი დეპუტატი თამარ კორძაია 22 მაისის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმაზე.

კომენტარები