ბესელია: ჩვენ ჩიხში შესული საკონსტიტუციო სასამართლო გამოგვყავს

მიღებული ცვლილებებით ჩვენ ჩიხში შესული საკონსტიტუციო სასამართლო გამოგვყავს. გამოგვყავს ისე, რომ მივცეთ მეტი თავისუფლების არეალი, მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა. სასამართლოს სჭირდება ყველაზე მეტი სანდოობა, მეტი საკანონმდებლო ბერკეტები. ასე რომ, ამ თემებზე ჩვენ გავაგრძელებთ ვენეციის კომისიასთან მუშაობას, დამატებით მოსაზრებასაც გავცვლით, ეს ჯანსაღი პროცესია და ნურავინ ნუ შექმნის ამ პროცესისგან ტრაგიკულ, აპოკალიფსურ სურათს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო სასამართლო იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი.

დეპუტატი ეკა ბესელია საკონსტიტიო სასამართლოს კანონპროექტზე კურიერში.

კომენტარები